2.ჭანარი, სხეულის მაქსიმალური სიგრძე 120 სმ აღწევს, მაქსიმალური წონა — 9 კგ-ს.
ჭანარის პრობლემატური სახეობაა კვლავწარმოების მხრივ. დაანგარიშებულია, რომ მისი პოპულაციის გასაორმაგებლად 14 წელია საჭირო. არასწორი რეწვის შემთხვევაში ეს სახეობა გადაშენების ზღვარზე დადგება. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჭანარზე თევზჭერის ლიცენზიები უკანასკნელ პერიოდში აღარ გაიცემოდა.
3.ხრამული, საქართველოში ბინადრობს 3 სახეობა და 1 ქვესახეობა. აღმოსავლეთ საქართველოში საკუთრივ ხრამული (მტკვრის, ჩვეულებრივი) — varicorhinus capoeta და მისი ქვესახეობა — სევანის ხრამული — varicorhinus capoeta sevangi, დასავლეთ საქართველოში — კოლხეთის ხრამული — varicorhinus sieboldia და მცირეაზიის ხრამული — varicorhinus tinca. მტკვრის ხრამულს ხალხი უწოდებს ცოცხალს, ლურჯას, კაპოეტს და ა.შ. გამრავლების პერიოდში ხრამულის ქვირითი შხამიანია.
ხორცი გემრიელი აქვს, თუმცა მეტად ძვლიანია.
4.მურწა,(შუა ქართლში ციმორი ჰქვია). ბინადრობს მტკნარ წყალში. გამოირჩევა სხეულის წაგრძელებული ფორმით, რომელიც სიგრძეში 40 სანტიმეტრს აღწევს. მასა 0,5 კგ აღწევს. სხეული წაგრძელებულია, თითისტარისებრი. დაფარულია წვრილი ქერცლით. აქვს ქვედა პირი, პატარა თვალები, 2 წყვილი ულვაში.
No comments:
Post a Comment